პროექტი ხორციელდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით!


ორგანიზატორები

სეზონური სკოლის ორგანიზატორები არიან: თსუ, სტუ, ილიაუნი, თესაუ

აუდიტორია

სეზონური სკოლის სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენს: ახალგაზრდა მეცნიერები, დოქტორანტები, მაგისტრანტები და ბაკალავრიატის სტუდენტები.

ფინანსური მხარდაჭერა

შერჩეული მონაწილეების კვების, მგზავრობის და სასტუმროს ხარჯების დაფარვა მოხდება პროექტიდან.

ენები

სეზონური სკოლის სამუშაო ენებია: ქართული და ინგლისური.

საერთაშორისო ინტერდისციპლინური სეზონური სკოლის - „ენერგია, გარემო და მდგრადი განვითარება“ მიზანია ენერგეტიკის ეკოლოგიური პრობლემების კომპლექსურობის და სირთულის წარმოჩენა მდგრადი განვითარების ჭრილში, რათა გამოიკვეთოს თუ როგორ იკვეთება ერთმანეთთან ეკოლოგიური, ტექნოლოგიური და ეკონომიკური მიზნები, და როგორ საჭიროებენ ისინი სხვადასხვა სტრატეგიას და გადაწყვეტილებებს ადგილობრივი პირობებისა და განვითარების თვალსაზრისით. სეზონური სკოლის ფარგლებში ჩატარდება ლექციები, პრაქტიკული მეცადინეობები, საველე სამუშაოები, დისკუსიები და ასევე მოხდება კონკრეტული ამოცანების გადაწყვეტა. ამგვარად, სკოლა ახალგაზრდებს მისცემს როგორც თეორიული ცოდნის გაღრმავების საშუალებას, ასევე მათ შეექმნებათ ყველა ის პირობა, რომ იმუშაონ ინტერდისციპლინურ ჯგუფებში მაღალი რანგის სპეცილისტების მეთვალყურეობითა და აითვისონ საველე და თეორიული კვლევის მეთოდები.

სკოლის თემატიკა: გლობალურ დათბობა და ეკოლოგიური შედეგები, ენერგოეფექტურობა, განახლებადი ენერგია, ტექნოლოგიები, მასალები, ენერგეტიკული პოლიტიკა და დაგეგმარება, მდგრადი განვითარების პარადიგმები და ლიდერობის ხელოვნება. უმნიშვნელოვანესი ასპექტი საზაფხულო სკოლის არის ის, რომ პროექტისთვის შერჩეული და მასში ჩართული სტუდენტები, უცხოელი და ქართველი პროფესორ მასწავლებლები, მკვლევარები დაამყარებენ უფრო მჭიდრო კავშირს, შეიძენენ ახალ კონტქტებს, მოხდება იდეების, აზრების, გამოცდილების გაცვლა და შემდგომი შესაძლო ერთობლივი საერთაშორისო თუ ადგილობრივი პროექტების მომზადების დაგეგმვა.

სეზონური სკოლის ორგანიზატორები არიან: ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივრისტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

სეზონური სკოლის ფინანსური მხარდამჭერია: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი

სეზონური სკოლის სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენს: ახალგაზრდა მეცნიერები, დოქტორანტები, მაგისტრანტები და ბაკალავრიატის სტუდენტები.

შერჩეული მონაწილეების კვების, მგზავრობის და სასტუმროს ხარჯების დაფარვა მოხდება პროექტიდან.
სეზონური სკოლის სამუშაო ენებია: ქართული და ინგლისური.

სეზონური სკოლის პირველი ნაწილი ჩატარდება თბილისში (თსუ) 2016 წლის 6 დან 8 მაისის ჩათვლით, ხოლო მეორე ნაწილი 9-12 მაისი ჩატარდება თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

პროექტის მონაწილეები

აქ შეგიძლიათ იხილოთ ინფორმაცია პროექტში მონაწილე პედაგოგებისა და სტუდენტების შესახებ

ლექტორები

მონაწილე ლექტორების შესახებ ინფორმაცია, ბიოგრაფია,პუბლიკაციები...

ვრცლად იხილეთ აქ »

სტუდენტები

მონაწილე სტუდენტების შესახებ ინფორმაცია, ფოტო, უნივერსიტეტი, გვარი სახელი და სხვ

ვრცლად იხილეთ აქ »

მოწვეული პედაგოგები

აქ შეგიძლიათ იხილოთ ინფორმაცია უცხოელი ლექტორების შესახებ

ვრცლად იხილეთ აქ »

პროგრამა

სეზონური სკოლის პირველი ნაწილი ჩატარდება თბილისში (თსუ) 2016 წლის 6-დან 8 მაისის ჩათვლით ხოლო მეორე ნაწილი 9-12 მაისი ჩატარდება თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში. დეტალური პროგრამის გადმოსაწერად გთხოვთ მიჰყვეთ ამ ბმულს: »

ლექციები
პროფ. ფერნანდო პედრაზა-დიაზ ენერგორესურსები ევროპაში
თანამედროვე ენერგეტიკული მასალები
პროფ. ადრიანო ჩიანი ტერიტორიული მენეჯმენტის კონტრაქტები - გაზიარების ახალი გზები
მდგრადი მენეჯმენტი და ტერიტორიული განვითარება
პროფ. სალა-ალ-მაჯიდ მწვანე კომპიუტინგი. რა პოზიტივს შეიძლება ველოდოთ ტექნოლოგიებისგან გარემოს დაცვის საკითხებში
უსადენო სენსორული ქსელები და მომავალი ქალაქები („ჭკვიანი ქალაქები“)
ქსელური ტექნოლოგიები და ჭკვიანი გარემო
პროფ.მარიამ ელიზბარაშვილი გლობალური დათბობა და საქართველოს კლიმატური ცვლილებები
პროფ.ოლღა წურწუმია საერთაშორისო თუ ადგილობრივი პროექტები და დაფინასების წყაროები
პროფ.მურმან მარგველაშვილი განახლებადი ენერგია, ტექნოლოგიები და დანერგვის ხელშეწყობა
ენერგოეფექტურობა, ტექნოლოგიები და დანერგვის ხელშეწყობა
პროფ.ელიზბარ ელიზბარაშვილი ლიდერობის ხელოვნება მდგრადი განვითარების კონტექტში
თეა ერაძე მთიანი რეგიონების ენერგეტიკული რესურსები და გარემოსდაცვითი პოლიტიკა
პროფ. მზია კიკნაძე გარემოს მონიტორინგი სმარტფონების სენსორების მეშვეობით
კლიმატის დაცვა და კომპიუტინგი
პროფ. მაგდა ცინცაძე „ელსევიერის“ უმსხვილეს სამეცნიერო ელექტრონული ბაზის გამოყენება და სხვა ინტრნეტ რესურსები
IT ტექნოლოგიები მდგრადი განვითარებისათვის
პროფ. რომან მაისურაძე GIS-ტექნოლოგიები და მათი გამოყენება

რეგისტრაცია

სეზონურ სკოლაში მონაწილეობის მსურველ კანდიდატებს გთხოვთ ჩამოტვირთოთ ანკეტა, შეავსოთ იგი, დაურთოთ მოთხოვნილი დოკუმენტები და გააერთიანოთ საბუთები ერთ ფაილად pdf ფორმატში. ფაილს დაარქვით თქვენი სახელი და გვარი (სახელი_გვარი.pdf) და გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე ერთდროულად - mariam.elizbarashvili@tsu.ge; oliko12@gtu.ge; CC (Carbon Copy) - ს სახით. წერილის სათაური უნდა იყოს - სეზონური სკოლა: „ენერგია, გარემო და მდგრადი განვითარება“.

ანკეტის გამოგზავნა შესაძლებელია 2016 წლის 4 იანვრიდან - 10 მარტამდე. გამარჯვებულ აპლიკანტთა სია გამოცხადდება 30 მარტამდე ჩვენს ვებ საიტზე. სეზონურ სკოლაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ახალგაზრდა მეცნიერებს, დოქტორანტებს, მაგისტრანტებს და ბაკალავრიატის სტუდენტებს.

მიღებული ანკეტებისა და საბუთების განხილვის შემდგომ შესარჩევმა კომისიამ შესაძლოა გასაუბრება დანიშნოს, რის შესახებაც ინფორმაცია ამავე ვებ გვერდზე განთავსდება.